"პარტიის თავმჯდომარეობიდან კვირიკაშვილის გადადგომა და ბიძინა ივანიშვილით ჩანაცვლება ქვეყანას ვერ უშველის." - პარტია ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებას აფასებს.
"ქართული ოცნების რეალური მმართველის ჩრდილიდან გამოსვლა ადასტურებს იმას, რაც ისედაც კარგად იცის მთელმა ქვეყანამ, რომ ღრმა კრიზისია ქართულ ოცნებაში, ღრმა კრიზისია მთელ ქვეყანაში. კვირიკაშვილის გადადგომა თავმჯდომარის პოსტიდან და ბიძინა ივანიშვილით ჩანაცვლება ქვეყანას ვერ უშველის. ქვეყანას უშველის მარტო ერთი რამე - ივანიშვილით დაწყებული კვირიკაშვილით დამთავრებული და მთელი ამ გუნდით დასრულებული, მათი ჩამოცილება ხელისუფლებიდან არჩევნების გზით, მშვიდობიანად და მერე მუშაობა ქვეყნის წინსვლისთვის. მეტი არაფერი არ უშველის ჩვენს ქვეყანას, რომელიც ჩიხში შეიყვანა ივანიშვილმა თავისი გუნდით და თავისი მმართველობით,’’ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
დღეს პრემიერმინსიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადა, რომ ივანიშვილი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე იქნება.





