სოფლის მეურნეობა

დანელია: არ გამოვრიცხავთ უცხოელებს მოცდენილი, აუთვისებელი მიწები ჩამოერთვათ

ტაბულა

პარლალემტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ სახელწმიფო უცხოელების საკუთრებაში არსებული აუთვისებელი მიწების ჩამორთმევას არ გამორიცხავს. ექსპროპრეაციას ამ ადამიანთათვის მიწების სავალდებულო წესით გასხვისების სახე შეიძლება ჰქონდეს.

"თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირები არ აითვისებენ მათ საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, არ გამოვრიცხავთ, რომ დავავალდებულოთ გაასხვისონ", - ამბობს დანელია. 

დანელიამ ეს განცხადება სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით განხილვაზე თქვა. კანონპროექტი ჯერ მომზადების ეტაპზეა.

"45-50 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების საკუთრებაშია. ჩვენ მათ დავავალდებულებთ, რომ ათვისებულ იქნას ეს მასივები. მოხდეს მიზნობრივი ათვისება სავარგულების, რომელთა ძალიან დიდი ნაწილი მოცდენილია", - საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით ამბობს ოთარ დანელია.

დღეს უცხოელებს სასოფლო სამეურნეო მიწების შეძენა აკრძალული აქვთ. აკრძალვა პარლამენტის მიერ მიღებული მორატორიუმიდან მომდინარეობს.

აკრძალვამ საქართველოს მოქალაქეებს წაართვა უფლება მიწა გაესხვისებინათ უცხოელებზე, უცხოელებს კი ამ მიწის შესყიდვის უფლება გაუქრო. 

კომენტარები