დღეს, 23 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გამრეკელის, ბახტრიონის, საბურთალოს, ცინცაძის და კუტუზოვის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის, ბალანჩივაძის, ახალშენის, დოლიძის, ბზვანელის, ქარელის, ბაკურიანის, ჩიქოვანის, ჭიათურის და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფხაკაძის, უნივერსიტეტის, ზურაბ ანჯაფარიძის და იოსელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის, ბჟოლეთის, ვაზიანის, ჟველაურის, დვირის, ედისის, გოგაშენის, კვერნაულის, არალეთის, ზვარეთის და ხევძმარის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ნაქალაქევის, კლდეკარის, ორბეთის, სამღერეთის, წერონისის, მაჩხაანის, ზედამზის, ლაითურის, სუვოროვის, ლამისყანის, გარეჯის, ხერთვისის, ჟღენტის, ზაქარაიას და გორდის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ახვლედიანის, ჩანტლაძის, მუხაძის, ამირანაშვილის, წუწუნავას, გოკიელის, კაკაბაძის, პეტრიწის (ორხევი), სააკაძის (ორხევი), კოსტავას (ორხევი), ესენინის და ფიროსმანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
13:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის V კვარტლის, ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თეთნულდის, როსტოვის, კიკვიძის, მიჩურინის, ნორიოს აღმართის და ქინქლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფხაზეთის, სარკინეთის, აგარის, აჭარის, ზაზიშვილის და მარუაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაქრაძის, მეუნარგიას და ქურდიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, IV, VI მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, ბაზალეთის, აბაშიძის, ქობულეთის, მცხეთის და შროშის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, მაიაკოვსკის და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის დასახლების და ორთაჭალის ქუჩის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





