რასიზმი

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: კანის ფერის გამო სიძულვილი ადამიანს ღმერთს განაშორებს

ამ ბოლო პერიოდში მოხდა რამდენიმე საჯარო შემთხვევა, მათ შორის თბილისის წმ. სამების საპატრიარქო ტაძარში ჯვარდაწერილი წყვილის მიმართ წამოსული შეუფერებელი რიტორიკა სოც.ქსელში. რაც აუცილებელს ხდის რასიზმის თემის შესახებ ორიოდე სიტყვა ვთქვა:

რასიზმი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და საშინელი მოვლენაა: კანის ფერი არ განასხვავებს ადამიანურ ბუნებას, ყველა ვართ ადამის შვილები, ადამის მოდგმა, მოწოდებულნი ღვთის შვილობისათვის და განღმრთობისათვის! კანის ფერის გამო ადამიანის სიძულვილი ადამიანს განაშორებს ღმერთს, რადგან ამით ადამიანი ღვთის ქმნილებას, ღვთის ხატებას და მსგავსებას იძულებს და გმობს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ რასიზმი არაა მხოლოდ თეთრებს მიერ შავების სიძულვილი, არანაკლებია შავების მიერ თეთრების დისკრიმინაციის რეალობა დედამიწაზე. უნდა ვიცოდეთ, ელემენტარული ბიოლოგიური ჭეშმარიტება, რომ ადამიანის რასების ანთროპოლოგია განპირობებულია ბუნებრივი კლიმატური პირობებით და არ უკავშირდება არანაირად რაიმე საღვთისმეტყველო მიზეზებს. ყველა ადამიანი ღვთის შვილია განურჩევლად რასისა და ეთნოსისა.

დაწერა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუქზე. გუშინ ფეისბუქზე ქართველი ქალის და შავკანიანი კაცის ქორწილის ფოტოები გავრცელდა, რასაც სოც. ქსელის მომხმარებლების ნაწილის რასისტული კომენტარები მოჰყვა. 

კომენტარები