რასიზმი

შეიარაღებულ კაცს, რომელმაც აშშ-ში 3 ადამიანი მოკლა, რასისტული მანიფესტები ჰქონდა

REUTERS

აშშ-ს კლეის ოლქის პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, კაცი, რომელმაც ფლორიდაში რასობრივი ნიშნით მოტივირებული თავდასხმის დროს 3 ადამიანი მოკლა, შავკანიანთა მიმართ სიძულვილის შემცველ ტექსტებს წერდა.

21 წლის რაიან კრისტოფერ პალმეტრმა მანქანაში მჯდომ ქალს 16 ტყვია ესროლა, შემდგომ კი კიდევ ორ ადამიანი მოკლა გასროლით.

27 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე შერიფ უოტერსმა დაადასტურა, რომ თავდამსხმელს წინა კრიმინალური ისტორია არ ჰქონია და მშობლებთან ერთად კლეის ოლქში ცხოვრობდა.

პოლიციის თქმით, დამნაშავე რამდენიმე მანიფესტის ავტორია, სადაც დეტალურად არის აღწერილი მისი სიძულვილი შავკანიანების მიმართ. Მასში ასევე სიძულვილის შემცველი წარმოსახვითი დიალოგებიც არის წარმოდგენილი.

"მანიფესტი არის, გულწრფელად რომ ვთქვათ... გიჟის დღიური". - ამბობს პოლიციის წარმომადგენელი და ბრალდებულზე დასძენს, რომ "მან იცოდა, რასაც აკეთებდა. ის 100% გონივრულად მოქმედებდა".

ჯექსონვილის პოლიციამ პრესკონფერენციაზე CCTV ვიდეო გააშუქა, სადაც ნაჩვენები იყო მომენტი, როდესაც თავდამსხმელი მივიდა მანქანამდე, სადაც მან მოკლა პირველი ქალი. ამის შემდეგ შევიდა მაღაზიაში. პოლიციელმა უოტერსმა ასევე დაადასტურა, რომ შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე ადამიანი მაღაზიიდან გაუშვა ისე, რომ ისინი არ დაშავებულა. "რატომ? არ ვიცი. ზოგიერთი მათგანი თეთრკანიანი იყო, მათ შრის იყო წყვილიც, რომლებიც არ იყვნენ თეთრკანიანები". - ამბობს პოლიციელი.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდი აღნიშნას, რომ აშშ-ში სიძულვილით გამწვავებული ძალადობის შიშით არც ერთი ადამიანი არ უნდა ცხოვრობდეს.

კომენტარები