ოკუპენტებმა გორის რაიონის სოფელ ქერედან მამაკაცი გაიტაცეს.
ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურშიც.
"ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკეთის ბალდებით ერთი პირია დაკავებული. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია", - უთხრეს ტაბულას სუს-ში.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გატაცებული აკაკი მისირელი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საქონელს მწყემსავდა. ის სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.