ფეხბურთი

22 წლის შემდეგ, არსენ ვენგერი არსენალიდან მიდის

Pinterest

22 წლის შემდეგ, არსენ ვენგერი არსენალიდან მიდის. ის კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. ინგლისური კლუბის ფრანგი მწვრთნელი არსენალს კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დაემშვიდობება.

"მეთოფეები" ინგლისის პრემიერლიგაში მე-6 ადგილს იკავებენ. თუ ასე გაგრძელდა, ისინი უკვე მეორედ ვერ მოხვდებიან საუკეთესო ოთხეულში, რის გამოც კვლავ გამოტოვებენ ჩემპიონთა ლიგას. 

68 წლის ვენგერის ხელმძღვანელობით არსენალმა 3-ჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, 7-ჯერ კი ევროპის ლიგის თასი. 

"მადლობელი ვარ, რომ მქონდა პრივილეგია, მემსახურა კლუბისთვის მრავალი დასამახსოვრებელი წლის განმავლობაში. მე კლუბს ვალდებულების გრძნობით და მთელი არსებით ვხელმძღვანელობდი. არსენალის მხარდამჭერებო, მოუფრთხილდით კლუბის ღირებულებებს", - თქვა ვენგერმა

ვინ შეცვლის ვენგერს არსენალში, ჯერ უცნობია, თუმცა, უკვე დასახელდა დორტმუნდის ბორუსიას ყოფილი მწვრთნელის, ტომას ტუჩელის გვარი, ვენგერმა კი თქვა, რომ შესაძლოა კლუბს არსენალის ყოფილმა ფეხბურთელმა, ფრანგმა პატრიკ ვიერიამ უხელმძღვანელოს. 

გაიჟღერა მილანის და მადრიდის რეალის, კარლო ანჩელოტის გვარმაც. 

კომენტარები