შეწყალების კომისია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სასჯელაღსრულების სამინისტრო სამუშაო ჯგუფს შექმნიან

პრეზიდენტის ადმინიტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის საერთო სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. აღნიშული ჯგუფი უწყებებს შორის კომუნიკაციისა და სეწყალების პროცესის გაუმჯობესებაზე იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინიტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, შეწყალების კომისია გაფართოვდება და მის მუშაობაში სასჯელაღსრულების სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელი ჩაერთვება. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს. 

"იქნება მთელი რიგი მექნიზმები გაწერილი. ამავდროულად, მინისტრს ჰქონდა საკმაოდ საინტერესო ხედვა პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მისაღებია მინისტრის ინიციატივა კომისიის შემადგენლობაში იყოს ჩართული სასჯელაღსრულების და პრობაციისა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელი. ვფიქრობთ, ეს სამუშაო პროცესი საბოლოო ჯამში მთლიანად უზრუნველყოფს ყველა ტიპის ხარვეზის აღმოფხვრას", - ამბობს პრეზიდენტის ადმინიტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა ძალადობრივ დანაშაულებზე შეწყალების აქტის გამოცემა დროებით შეაჩერა. გიორგი მარგველაშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აღმოჩნდა რომ 25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე, პრეზიდენტის მიერ იყო შეწყალებული. 

გამოძიების ინფორმაციით, 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი დედამისის ყოფილმა ქმარმა - 46 წლის ვეფხია ბაქრაძემ ცივი იარაღით მოკლა. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციას ვ.ბ.-ს სახელზე შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. 

ვეფხია ბაქრაძე ოჯახში ძალადობისთვის წარსულშიც იხდიდა სასჯელს. ის პრეზიდენტმა შეიწყალა და საპატიმრო ვადა გაუნახევრა. ბაქრაძემ საპატიმრო 2017 წელს დატოვა.

კომენტარები