თურქეთი

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 24 ივნისს დანიშნა

Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვადამდელი არჩევნები 24 ივნისს დანიშნა. არჩევნები 2019 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ერდოღანის თქმით ქვეყანას სასწრაფოდ ესაჭიროება აღმასრულებელი პრეზიდენტი.

"მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი და მთავრობა შეთანხმებულად მუშაობენ, ძველი სისტემის პრობლემები ყოველი ნაბიჯისას გვხვდება." "სირიაში და სხვაგან განვითარებულმა მოვლენებმა ახალ სისტემაზე გადასვლა საჩქარო გახადა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის უფრო ძლიერი ნაბიჯები გადავდგათ." თქვა მან სატელევიზიო გამოსვლაში.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის რეფერენდუმის შემდეგ ახლად არჩეულ პრეზიდენტს ბევრად მეტი ძალაუფლება ექნება, რადგან ქვეყანა საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდა. თურქეთის პარლამენტმა ოთხშაბათს კენჭი უნდა უყაროს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას, რომელიც გასულ წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შემოიღეს და რომლის ფარგლებშიც გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ ფეთულა გიულენთან კავშირის ბრალდებით ასობით ადამიანი დააკავეს.

კომენტარები