დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

კობახიძე: ყველაფერი კარგად არის, სიმშვიდისკენ მოგიწოდებთ

პარლამენტის პრესსამსახური

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვას, რატომ საყვედურობდა პრემიერი მას დეპუტატების საერთო ჩათში, თავი აარიდა. მისი თქმით, გუნდში ყველაფერი კარგად არის. 

"კარგად არის ყველაფერი, სიმშვიდისკენ მოგიწოდებთ და გთხოვთ, რომ სხვებიც დაამშვიდოთ"- თქვა კობახიძემ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს დეპუტატების საერთო ჩათში კრიტიკული შინაარსის წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა. 

კვირიკაშვილისა და კობახიძის სავარაუდო მიმოწერა იხილეთ ვრცალად.

კომენტარები