დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

მდინარაძე: მე არ გიდასტურებთ ამ მიმოწერის ნამდვილობას

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ არ დაადასტურა კვირიკაშვილისა და კობახიძის მიმოწერის ავთენტურობა. მან რუსთავი 2-ის ჟურნალისტს უთხრა, რომ ინფორმაცია, რომელიც არხის ეთერში გავიდა ამ მიმოწერასთან დაკავშირებით, არ არის სიმართლე. 

"შეცდომაში რომ არ შევიყვანოთ საზოგადოება, მე არ გიდასტურებთ ამ მიმოწერის ნამდვილობას"- განაცხადა მდინარაძემ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს დეპუტატების საერთო ჩათში კრიტიკული შინაარსის წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა. 

კვირიკაშვილისა და კობახიძის სავარაუდო მიმოწერა იხილეთ ვრცლად.

კომენტარები