შეწყალების კომისია

ნადირაშვილი პრეზიდენტზე: არ არის ლამაზი, რომ გამოძვრე პასუხისმგებლობისგან

არაადექვატური და ისტერიული ტონით პასუხი კრიტიკაზე ეს არის ქართული ოცნების სტილი, რისგანაც ჩვენ ყოველთვის ვიცავდით პრეზიდენტს და მხარში ვედექით. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ზუსტად ასეთივე არაადექვატური და ისტერიული ტონი გამოიყენეს, როდესაც ჩვენ მას სამართლიანად ვაკრიტიკებდით. ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა ადამიანმა ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული. სიცოცხლეს გამოასალმა 25 წლის ადამიანი. პასუხისმგებლობისგან გამოძრომა, როდესაც ადამიანი უკვე დაიღუპა, როდესაც წინა შემთხვევები ვიცით მისგან გათავისუფლებულმა ნათესავებმა ხელახლა როგორ ჩაიდინეს დანაშაულები, ამ შემთხვევაში არ არის ლამაზი, რომ გამოძვრე პასუხისმგებლობისგან. პასუხისმგებლობისგან თავის არიდება კიდევ უფრო უთავმოყვარეო საქციელია, ვიდრე მაგალითად, როდესაც კონსტიტუციას ხელი მოაწერა

ევრპული საქართველოს წევრი ირმა ნადირაშვილი, პრეზიდენტის ადმინიტრაციის უფროსისი განცხადებაზე. გუშინ გიორგი აბაშიშვილმა თქვა, რომ "საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი ევროპული საქართველოსა და ქართული ოცნების მონაწილეობით." პრეზიდეენტის ადმინიტრაციის უფროსმა მსგავსი განცხადება მას შემდეგ გააკეთა რაც პრეზიდენტი, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების გამო გააკრიტიკეს.

კომენტარები