შეწყალების კომისია

კახიძე: პრეზიდენტი ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს და საკითხი გადაიტანოს სხვა სიბრტყეში

ტაბულა

,,პრეზიდენტი ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს და საკითხი გადაიტანოს სხვა სიბრტყეში’’ - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებას ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე პასუხობს. 

გუშინ გიორგი აბაშიშვილმა თქვა, რომ "საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი ევროპული საქართველოსა და ქართული ოცნების მონაწილეობით."

პრეზიდეენტის ადმინიტრაციის უფროსმა მსგავსი განცხადება მას შემდეგ გააკეთა რაც პრეზიდენტი, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების გამო გააკრიტიკეს.

„ეს ღიმილის მომგვრელი ამბავია. საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს ქართულ ოცნებას, რომლის გუნდის წევრიც გახლდათ ბატონი მარგველაშვილი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ხედვა. პრეზიდენტ მარგველაშვილის ხედვა ჩვენ ვიცით, რომ ქართული ოცნების ხედვას ემთხვევა იმიტომ, რომ ისინი ერთი გუნდის წარმომადგენლები არიან. ამ ბრალდებებში მე შორს აღარ წავალ. მარგველაშვილის ფიგურის დისკრედიტაციას ახდენს თავად მარგველაშვილი, როდესაც დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მერე ასე წინ ხვდება ქართულ საზოგადოებას, ვგულისხმობ ნარკორეალიზატორის თუ მოძალადის შეწყალებას."- განაცხადა ოთარ კახიძემ.

გამოძიების ინფორმაციით, 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი დედამისის ყოფილმა ქმარმა - 46 წლის ვეფხია ბაქრაძემ ცივი იარაღით მოკლა. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციას ვ.ბ.-ს სახელზე შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. 

რომ ვეფხია ბაქრაძე ოჯახში ძალადობისთვის წარსულშიც იხდიდა სასჯელს. ის პრეზიდენტმა შეიწყალა და საპატიმრო ვადა გაუნახევრა. ბაქრაძემ საპატიმრო 2017 წელს დატოვა.

 

კომენტარები