თბილისის ქუჩები, რომლებსაც 16 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

დღეს, 16 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება დიღმის მასივის III კვარტლის, რობაქიძის გამზირის და ბოხუას ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის I კომპლექსის V კვარტლის, ჭიჭინაძის და ცისკარიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრის, ცაგარელის, ბურძგლას, შმიდტის, მიცკევიჩის, საირმის, ცინცაძის, ბოჭორიშვილის, შავგულიძის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს. ასევე, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ასათიანის და დელისის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ხეივნის და გორგასლის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკროაიონის, გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, არბოს და ვარდისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჟონეთის, კიკეთის, სათემოს, სომხეთის, ბეთანიის, განთიადის, დომინიკა ერისთავის, კვესეთის, კაიშაურის, ნიაბის, საინგილოს, გალავნის, ბზიფის, თეძამის, ახალუბნის, ფშავის, კვალეთის, რაზიკაშვილის, გუმბრის, გედევანიშვილის, რუისპირის, ნაქერალის, შაქრიანის, შილდის, მუჯირიშვილის, აბრამიშვილის, მრევლიშვილის და ოძისის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მათი ინფორმაციით, აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები