მამუკა ბახტაძე

კვაჭანტირაძე: მამუკა ბახტაძე!!! ყოჩაღ!!! - სულით და გულით რეფორმატორი ხარ

მამუკა ბახტაძე!!! ყოჩაღ!!!.
საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ქვეყნის ერთ-ერთი საკვანძო მინისტრი ასეთ სწორ არჩევანს აკეთებდეს საკანონმდებლო ორგანოსთან-პარლამენტთან თანამშრომლობისთვის. დღემდე, არავინ საკუთარი ინიციატივით არ მოსულა პარლამენტში და არ გაუმართავს შეხვედრა უმრავლესობასთან და ოპოზიციასთან. დღემდე, ასეთი შეხვედრები მინისტრებთან გაწერილი იყო მხოლოდ რეგლამენტით აუცილებელ შემთხვევებში და აუცილებელი დღის წესრიგით.
მამუკა ბახტაძე არის სულით და გულით რეფორმატორი და სწორედ ამიტომ მაქვს დიდი იმედი, რომ მისი ხელშეწყობით რეფორმები გაძლიერდება და ქვეყანაში დაჩქარდება წინსვლა. 
ჩემი სრული მხარდაჭერა მამუკა ბახტაძეს!!!

საკუთარ facebook-ზე წერს ოცნების დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე. მამუკა ბახტაძემ იმედის ეთერში განაცხადა, რომ მომდევნო კვირაში ფიქრობს საკუთარი ნებით პარლამენტში მივიდეს და უმრავლესობასა და ოპოზიციას შეხვდეს. ბახტაძეს ამ შეხვედრებზე სავარაუდოდ, საბანკო სექტორზეც მოუწევს საუბარი. დღეს ბახტაძემ თქვა, რომ "ბანკები გაკოტრებისთვის განწირულ მოსახლეობას სესხებს თავზე ახვევენ".

კომენტარები