ოჯახური ძალადობა

თალაკვაძე: მხარს დავუჭერდი ინიციატივას - ოჯახურ ძალადობას შეწყალება აღარ შეეხოს

არჩილ თალაკვაძე
ტაბულა

"თუკი გუნდში მსჯელობა იქნება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობრივ დანაშაულს კანონმდებლობით აღარ შეეხოს ისეთი შეღავათი, როგორიც პრეზიდენტმა გამოიყენა, მე აუცილებად მხარს დავუჭერ. ვფიქრობ, ამაზე უმრავლესობაში დისკუსია გაიმართება", - ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი დედამისის ყოფილმა ქმარმა - 46 წლის ვ.ბ.-მ ცივი იარაღით მოკლა. მკლოელობამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციას ვ.ბ.-ს სახელზე შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. 

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ვ.ბ. ოჯახურის ძალადობისთვის წარსულშიც იხდიდა სასჯელს. ის პრეზიდენტმა შეიწყალა და საპატიმრო ვადა გაუნახევრდა. ვ.ბ-მ საპატიმრო 2017 წელს დატოვა.

პოლიციამ ვ.ბ. გუშინ თელეთში დააკავა. მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პოლიციამ ასევე დააკავა ვ.ბ-ს ახლობელი, რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. მას 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული თამარ გამრეკელაშვილი და დედამისი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ და დედის მიმართ ვ.ბ.-სგან არსებულ ზეწოლაზე შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.

კომენტარები