მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: საქართველოში არ არიან ბანკები - ესენი არიან სოლომონ მეჯღანუაშვილები

საქართველოში არ არიან ბანკები. ის, რაც საქართველოში არის, ესენი არიან მევახშეები. ესენი არიან კოლექტიური სოლომონ მეჯღანუაშვილები და თანამედროვე ეპოქაში ეს სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას საბანკო ოლიგარქიის მეშვეობით. მან თავის ბანკების ხელის ბიჭები, როგორც პრემიერმინისტრი იყო ხელის ბიჭი მის ბანკში და ყველა სხვა ძირითად თანამდებობაზე დანიშნა ხელის ბიჭები, ძირითადად საბანკო სექტორიდან წამოსული და ისინი არ არიან ბანკირები. ესენი არიან კლასიკური, ძველი ყაიდის, ყველაზე უარესი გაგებით მევახშეები, რომლებიც სისხლს სწოვენ თითოეულ, პრაქტიკულად, ქართულ ოჯახს, საქართველოს ეკონომიკას, ანგრევენ საქართველოს სახელმწიფოებრივობას, ატარებენ ანტიქართულ, ანტიეროვნულ ეკონომიკურ და ზოგადად, პოლიტიკას.

ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილმა ბანკები ერთი კვირის წინანდელ გამოსვლაშიც გააკრიტიკა.

კომენტარები