Women in the World

ჩერგოლეიშვილი WITW-ზე: თავდაცვით პოზიციაში ყოფნის ნაცვლად შეტევაზე უნდა გადავიდეთ

ჩემს შეშფოთებას იწვევს საუბარი, რომ რადგან ჩვენს თავისუფლებას თავს ესხმიან, თავის დასაცავად გვჭირდება რეგულაციები და თავისუფლების ნაწილის ნებაყოფლობით დათმობა. 
ვუსმენდი სხვა გამომსვლელებს და სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობენ ჩვენი ცხოვრების რეგულირების საჭიროებაზე, მედიის რეგულირების საჭიროებაზე, რასაც, მათ შორის, იმითაც ასაბუთებენ, რომ დეზინფორმაციის სამიზნე, ძირითადად, ქალები არიან. 

თავისუფლების დასაცავად თავისუფლება არ უნდა დავთმოთ. ნაცვლად იმისა, რომ თავს ვიცავდეთ და ნაწილ-ნაწილ ვთმობდეთ ჩვენს თავისუფლებებას, შეტევაზე უნდა გადავიდეთ. სააშკარაოზე უნდა გამოვიყვანოთ და მასხრად ავიგდოთ ისინი. 

დეზინფორმაცია, ყალბი ამბები და სხვა, მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუ ის ყოვლისმომცველი სტრატეგიის ნაწილია. პუტინის შემთხვევაში, დეზინფორმაცია და ყალბი ამბები, მათ შორის ის, რომელიც ქალების და უმცირესობების წინააღმდეგ არის მიმართული, მუშაობს მხოლოდ იმიტომ, რომ ყოვლისმომცველი სტრატეგიის ნაწილია. ჩვენ გვჭირდება მსგავსი სტრატეგია დასავლეთში. მჯერა, რომ ადრე თუ გვიან დასავლეთშიც მოვლენ სწორი ადამიანები სწორი პოლიტიკით

ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი Women in the World 2018-ის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. პანელს, სახელწოდებით "სიმართლე ძალაუფლების პირისპირ" აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი უწევდა მოდერირებას

კომენტარები