ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
Women in the World

ნიუ-იორკში ლინკოლნის ცენტრში WOMEN IN THE WORLD სამიტი გაიხსნა

ხუთშაბათი, 12 აპრილი, 2018 - 22:42
tbl.ge/2vlf
დაკოპირდა

ნიუ-იორკში ლინკოლნის ცენტრში სამიტი Women in the World 2018 წითელი ხალიჩით გაიხსნა.

წითელ ხალიჩაზე ცნობილმა ჟურნალისტებმა, მსახიობებმა, დიზაინერებმა, ჟურნალისტებმა, რეჟისორებმა და პროდიუსერებმა გაიარეს.

მათ შორის იყვნენ მსახიობები მეგ რაიანი, ჰიუ ჯეკმენი, ემი ფორსაიტი, დებრა მესინგი, მარისა ტომეი და სხვები. ასევე მოდის დიზაინერები დონა კარანი, კაროლინა ჰერერა, ტორი ბარჩი. სამიტის გახსნაზე იქნება ტელეწამყვანი და შეფ-მზარეული ენტონი ბურდენიც.

სტუმრებს შორისაა ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი - ის 13 აპრილს სამიტზე სიტყვით გამოვა. მისი მონაწილეობით გამართული პანელის მოდერატორი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი იქნება.

პანელში სახელწოდებით "სიმართლე ძალაუფლების პირისპირ", თამარ ჩერგოლეიშვილის გარდა, კიდევ 3 ჟურნალისტი მონაწილეობს.

მათ შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ჩვენი მკითხველი შეძლებს, სამიტის მიმდინარეობას ტაბულას მეშვეობით ადევნოს თვალი. 

პირდაპირი ეთერი სამიტიდან:

 

სამიტის შესახებ

Women in the World 2010 წელს დაარსდა, ნიუ-იორკში გამართულ სამიტებს სხვადასხვა დროს ესწრებოდნენ ისეთი ლიდერები, როგორიც არიან: აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარე კრისტინ ლაგარდი, ჰილარი კლინტონი, ბილ კლინტონი, მელინდა გეითსი, მერილ სტრიპი, ანჯელინა ჯოლი, CNN-ის ჟურნალისტი კრისტინ ამანპური, მალალა იუსუფაზაი, ტომ ჰენკსი, გარი კასპაროვი და სხვები.

ფონდი და ორგანიზაცია Women in the World 2011 წელს ბრიტანელმა ჟურნალისტმა თინა ბრაუნმა დაარსა. ბრაუნი 1984 -1992 წლებში ჟურნალ Vanity Fair-ის, 1992-1998 წლებში კი ჟურნალ New Yorker-ის მთავარი რედაქტორი იყო. 

2012 წლიდან სამიტის პარტნიორია Toyota, ღონისძიება დევიდ კოხის ცენტრში ტარდება.

სამიტინიუ-იორკითამარ ჩერგოლეიშვილიჰილარი კლინტონილინკოლნის ცენტრიწითელი ხალიჩაWomen in the World

ამავე თემაზე

  • შაბათი, 14 აპრილი, 2018 - 08:31ჩერგოლეიშვილი WITW-ზე: ჩვენ სუსტი სქესი არ ვართ, უბრალოდ, მეტი ბარიერის გადალახვა გვიწევს
  • შაბათი, 14 აპრილი, 2018 - 08:28ჩერგოლეიშვილი WITW-ზე: თავდაცვით პოზიციაში ყოფნის ნაცვლად შეტევაზე უნდა გადავიდეთ
  • შაბათი, 14 აპრილი, 2018 - 07:54კლინტონი ჩერგოლეიშვილს რუსეთზე: ვფიქრობ, რომ ჩვენ რაღაც ეტაპზე დავიბენით
  • შაბათი, 14 აპრილი, 2018 - 07:41ჩერგოლეიშვილი WITW-ზე: პუტინის ჰიბრიდულ ომს 4 კომპონენტი აქვს და 3 შიშს ეფუძნება
  • შაბათი, 14 აპრილი, 2018 - 03:26ჩერგოლეიშვილი WITW-ზე: პუტინს უნდა ვიფიქროთ, რომ კარგი და ცუდი არ არსებობს და ყველაფერი ნაცრისფერია

კომენტარები

ბოლო სიახლეები

თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 16:58

თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 16:53

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა

BOG - ქართველი მოჭადრაკეების მხარდამჭერი ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე (რ)
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 15:59

BOG - ქართველი მოჭადრაკეების მხარდამჭერი ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე (რ)

კიევი ევროკავშირის წევრობის გზაზე წინ მიიწევს – EU-მ მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 15:29

კიევი ევროკავშირის წევრობის გზაზე წინ მიიწევს – EU-მ მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

უკრაინამ აზოვის ზღვაში კიდევ 11 რუსულ გემზე მიიტანა იერიში
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 15:16

უკრაინამ აზოვის ზღვაში კიდევ 11 რუსულ გემზე მიიტანა იერიში

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕