ოჯახში ძალადობა

ცოლზე ძალადობაში ბრალდებულს 1 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

www.irishtimes.com

სასამართლომ ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურის ინფორმაციით მსჯავრდებულმა ცოლს ზურგში ჩაქუჩი ჩაარტყა.

"სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 3 ნოემბერს, საღამოს საათებში, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ზ.ს-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, ქ. თბილისში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ.ს.-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ზურგის არეში ჩაქუჩი დაარტყა. ასევე დადასტურდა, რომ 2017წლის 2 ნოემბერს, დღის საათებში, ზ.ს.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, თ.ს.-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაარტყა სახის არეში. ზ.ს-ს ქმედებებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. სამართალდამცველებმა ზ.ს. 2017 წლის 5 ნოემბერს, ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ორი ეპიზოდი) წარედგინა." - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები