თბილისის ქუჩები, რომლებსაც 11 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

Creative commons

ხვალ, 11 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, სამტრედიის, აგლაძის, ბაღის, ხოშარაულის, ტრანსპორტის, მირცხულავას და წყალტუბოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის II დასახლების VII ქუჩის (ნაწილობრივ), რაზიკაშვილის, ჭიჭინაძის, ფაღავას და გუმათჰესის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ლებანიძის, წინამძღვრიშვილის და ბაქოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის V, VIII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ჯანჯღავას და კაჭარავას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, ფანასკერტელი-ციციშვილის, ბახტრიონის, ტეხურის, ანდღულაძის, ნატახტარის, ქარელის, ბაკურციხის, წინაუბნის, ტუსკიას და იყალთოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, გამრეკელის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, პეტეფის და კვაჭანტირაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის და ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კვეზერელი-კოპაძის, ნიორაძის, გუთნის და ქურხულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ), ხეხილ-სანერგე მეურნეობის და ლოტკინის სანერგე მეურნეობის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები