ოჯახში ძალადობა

ცოლზე ძალადობაში ბრალდებულს 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

www.iranhumanrights.org

სასამართლომ ცოლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 27 იანვარს, საღამოს საათებში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რ.შ.-მ გარდაბნის რაიონში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს - ე.გ-ს თავის არეში მუშტის დარტყმით ძლიერი ფიზიკური ტკივილი მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ, მეუღლისგან თავდაცვის მიზნით ე.გ ნათესავის საცხოვრებელ სახლში გაიქცა, სადაც დაახლოებით 23:00 საათზე რ.შ. მივიდა და დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელა, რა დროსაც თავის და სხეულის არეში  მუშტებს და ფეხებს ურტყამდა. რ.შ.-ს ქმედების შედეგად ე.გ-მ ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა რ.შ 28 იანვარს გარდაბნის რაიონის სოფ. ქესალოში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც  ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა." - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები