თბილისის საქალაქო სასამართლომ დედის და ძმის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, "2018 წლის 7 იანვარს, ღამის საათებში, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ჯ.ყ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას, დედაზე და ძმაზე იძალადა, რის შედეგადაც დაზარალებულებმა ფიზიკური ტკივილი განიცადეს".
სამართალდამცველებმა ჯ.ყ. 2018 წლის 9 იანვარს, თბილისში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126/1-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.





