ხვალ, 10 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, ხოშარაულის, სტანისლავსკის, გოგოლაურის, აგლაძის, კერესელიძის, ვანის, თევდორე მღვდლის, ზესტაფონის, დავით ბაქრაძის, კედიას, ევდოშვილის, ცემის, სოხუმის, ზუგდიდის, სამტრედიის, ვახუშტი ბაგრატიონის, გუდაუთის, გაფრინდაულის, ყიფიანის და გვეტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლამის, დავითაშვილის, დიღომბარის, ნინი და კალისტრატე სალიების, სიღნაღის, სააკაძის და ბერიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის და წყალსადენის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, მოლითის, ახალდაბის, ქართლის, ქსოვრელის, დაისის, კნოლევის, ღრმაღელეს და გვაზაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, დიმიტრი ბაქრაძის, ჭოველიძის, ბელინსკის, მელიქიშვილის, ზანდუკელის, ყაზბეგის, ალექსი მაჭავარიანის და შოთა მილორავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





