დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმ საშინელ ღამეს, როდესაც ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში აჩეხეს ჩვენი ქალები და ბავშვები. როცა საუბარია იმის თაობაზე, რომ ცივი ომი დამთავრდა, დამთავრდა მშვიდად, მე მინდა, ყველას გავახსენო, რომ აი, აქ საქართველოში, როდესაც მიმდინარეობდა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და ბრძოლა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მათ შორის აი, ამ ქალებისა და ბავშვების და მაშინდელი ეროვნული მოძრაობის საშუალებით, ეს ომი აქ არ იყო ძალიან ცივი, ამ ომს მაშინ ეწირებოდნენ ჩვენი მოქალაქეები და მადლობა მათ, მათ ღვაწლს იმისთვის, რომ ჩვენ თავისუფალი ვართ და მე მგონი იმ ქვეყნებმაც, რომლებმაც მშვიდად დაასრულეს ცივი ომი და უკეთესი ცხოვრებით ცხოვრობენ, მათ კეთილდღეობაშიც ამ ადამიანების ღვაწლი დიდია.
tbl.ge/2vcv
დაკოპირდა

განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შემკობის შემდეგ გააკეთა. 9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა.
ამავე თემაზე
- ოპოზიციის ალიანსი: თავისუფლების დასაცავად, სასიცოცხლოა რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟი
- წილოსანი აქციაზე: მათი იქ ყოფნა და აგრესია არაფრით განსხვავდება რუსული ტანკებისგან
- ოქრიაშვილი: თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება, დღესაც გრძელდება და არასდროს დასრულდება
- ზურაბიშვილი: მემორიალთან მოტანილი ტიტები ამკობს დღეს მებრძოლ ქართველ და უკრაინელ გმირებსაც
- ჯაფარიძე: 9 აპრილს მაინც უნდა გავიაზროთ, რომ ვინც "აბა ომი გინდას" კითხულობს, გვწირავს




