გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი: ვისურვებდი, დღეს ყველა ჩვენგანის სულში და ცხოვრებაში ურწმუნოება დაამარცხოს რწმენამ

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ვისურვებდი, დღეს ყველა ჩვენთაგანის სულში და ცხოვრებაში ურწმუნოება დაამარცხოს რწმენამ, თავისუფლებამ დაამარცხოს მონობა, გამბედაობამ დაამარცხოს შიში, ქველმოქმედებამ დაამარცხოს სიძუნწე. გილოცავთ და ყველას ბედნიერებას გისურვებთ!

საქართველოს პრეზიდენტი სააღდგომო ლიტურგიას დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა მრევლს აღდგომის დღესასწაული მიულოცა, რომლის ტექსტს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები