UFC

კონორ მაკგრეგორი დააკავეს, UFC-ის ბრძოლები გადაიდო

Getty Images

ნიუ იორკის პოლიციამ ირლანდიელი UFC მებრძოლი იმის გამო დააკავა, რომ მან ბარკლაის ცენტრის ავტოფარეხში ის ავტობუსი დაამტვრია, რომლითაც UFC 223-ის მებრძოლები სასტუმროში უნდა დაბრუნებულიყვნენ. 

ბარკლაის ცენტრში UFC-ის ბრძოლა უნდა გამართულიყო - ხაბიბ ნუმაგომედოვი მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ. 

ინციდენტის ამსახველ ვიდეოებში, რომლებიც ტვიტერზე გავრცელდა, ჩანს, რომ მაკგრეგორმა ავტობუსს სკამი და სხვა ნივთები ესროლა. 

ის თავდასხმისა და ზიანის მიყენების ბრალდებით არის დაკავებული. მაკგრეგორი დღესვე ბრუკლინის სასამართლოს წინაშე წარდგება. 

UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაითის თქმით, ავტბუსზე თავდასხმა "ყველაზე ამაზრზენი რამ იყო, რაც ორგანიზაციის ისტორიაში მომხდარა". 

დანა უაითმა კონორ მაკგრეგორს ჩემპიონის ქამარიც ჩამოართვა, თუმცა ირლანდიელმა მას ტვიტით უპასუხა - "შენ ვერაფერს ჩამომართმევ".

კონორ მაკგრეგორი გასული წლის აგვისტოში ფლოიდ მეივეზერთან კრივში დამარცხდა, მიუხედავად ამისა, ამ ბრძოლით მან 140 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. უშუალოდ UFC-ის ბრძოლა მას 2016 წლის შემდეგ არ ჩაუტარებია. 

კომენტარები