UFC

რომან დოლიძემ UFC-ში რუსი მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა

mmajunkie.usatoday.com

ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ UFC-ში რუსი ხადის იბრაგიმოვი პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. 

როგორც Adjarasport-ი იუწყება, რომან დოლიძემ შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ თქვა, რომ ის ძალიან გაკვირვებულია ამ შედეგით, რადგან სულ რაღაც ორი წელია, რაც MMA-შია. 

"არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ჩემს სამუშაოს ვასრულებ. ბედნიერი ვარ, რომ MMA-ს ისტორიის ნაწილი ვხდები. დიდი მადლობა ორგანიზაციას ამ შესაძლებლობისთვის. 

რა თქმა უნდა, გაკვირვებული ვარ, რადგან სულ რაღაც 2 წელია MMA-ში ვარ. გრეპლერი ვარ და მეტოქეებს ნოკაუტებით ვამარცხებ, ეს ცოტა უცნაურია". – თქვა რომან დოლიძემ. 

კომენტარები