ბრაზილიის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის, ლუის ინასიუ ლულა და სილვას დაკავების ორდერი გასცა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ყოფილ პრეზიდენტს ვადას დღის ბოლომდე აძლევენ, რათა პოლიციას თავად ჩაბარდეს.
ლულა და სილვა ბრზილიის სასამართლომ კორუფციაში დამნაშავედ სცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს.
ლულა და სილვა მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა და გამოკითხვებშიც ლიდერობდა თუმცა, ის არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებს.