საპარლამენტო უმრავლესობა

მარშანია: იმედია, ფოფხაძე ჩვენს ფრაქციაში შემოვა, ბევრ თემაზე ერთნაირად ვფიქრობთ

მივესალმები ბატონ გედევანის გადაწყვეტილებას. ის გამორჩეული ადამიანია უმრავლესობაში, მე ეს ყოველთვის ვიცოდი. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა დღეს და ვიმედოვნებ, რომ ბატონი გედევანი ჩვენს ფრაქციაში შემოსვლის საკითხს სერიოზულად განიხილავს. მგონი, ბევრ საკითხზე ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ.

ტელეკომპანია იმედის ცნობით, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ადა მარშანია ქართული ოცნების წევრის გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილებაზე. ცნობისთვის, ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის შესახებ დღეს, მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე დაამტკიცა.

კომენტარები