ქარი

ძლიერმა ქარმა სამეგრელოსა და გურიაში რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა

flickr

ძლიერმა ქარმა სამეგრელოსა და გურიაში ოზურგეთის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და სენაკის მუნიცუპალიტეტები დააზარალა. 

წალენჯიხის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა სამი საცხოვრებელი სახლი დააზიანა, მათ შორის ერთს სახურავი მთლიანად გადახადა. დაზარალებულებს სახლის დროებით გადასახურად საწვიმარი ბრეზენტები დაურიგდათ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში ქარმა ხეები წააქცია, სენაკში კი, ერთ სახლს სახურავი ნაწილობრივ გადახადა.

რაც შეეხება ოზურგეთს, ძლიერმა ქარმა რამდენიმე სოფელში სახლებს სახურავები გადახადა, ხეები მოგლიჯა და გაზის მილები დააზიანა. მერიის ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთს რამდენიმე უბანში ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა. სპეციალური კომისია ზარალს დღეს დაითვლის. 

კომენტარები