ქარი

ქარმა თბილისში 54 სახლი, 7 განათების ბოძი, 6 ავტომობილი და 5 მილსადენი დააზიანა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო

საქართველოში შტორმული ქარია, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ათობით გამოძახებაზე მოუწიათ გასვლა. დაზიანებების სია ასე გამოიყურება:

თბილისში:

  • 54 საცხოვრებელი სახლი (ძირითადად სახურავები)
  • 68 ხე
  • 7 გარე განათების ბოძი
  • 43 ელექტრო სადენი
  • 6 ავტომანქანა
  • 5 გაზის ცენტრალური მილი
  • 6 სარეკლამო ბანერი

რეგიონებში:

  • შიდა ქართლი - დაზიანდა 3 საცხოვრებელი სახლის სახურავი. 
  • აჭარა - დაზიანდა 1 საცხოვრებელი სახლის სახურავი; 
  • იმერეთი -სამტრედია სოფ. საჯავახოში წვიმის შედეგად ჩამოიშლილია მიწა, დაზიანებულია ხეები და ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი; 
  • სამეგრელო-ზემო/სვანეთი- მესტია სოფ. ლახამულაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ჩაიხერგა გზა. მარტვილში ადიდდა მდინარე ტეხურა, რის გამოც დატბორილია მიმდებარე ტერიტორია; 
  • მცხეთა-მთიანეთი - მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად დატბორილია მიმდებარე ტერიტორია, დაზიანებულია 1 საცხოვრებელი სახლი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქარის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები