3 აპრილს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშოების გამო 3 აპრილს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას ამის შესახებ თელასი ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის მოედნის, კოსტავას, ბახტრიონის, სულაკაურის, იოსებიძის, ხვიჩიას და საბურთალოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას, მინდელის და ანჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე იბერის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და სტრაბონის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, VII მიკრორაიონების, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, ჭედიას, შუშის, შეშელიძის, ხევძმარის, ხიზაბავრის, გობრონიძის, ხიზანიშვილის, ქერჩის, გოგიაშვილის და რაზიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების, უჩანეიშვილის და იმედაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცემის და თევდორე მღვდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გრიბოედოვის და ზუბალაშვილის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, ფონიჭალის დასახლების, ჟორდანიას, ლომინაძის, სურგულაძის, ღოღობერიძის და თელეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის, ღუდუშაურის, მიხეილ მესხის, გურამ ასათიანის, ტყეკულტურის და სტურუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის და გვაზაურის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომენტარები