დღეს, 2 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის, საირმის გორის, თამარაშვილის, ქავთარაძის, საბურთალოს, კარტოზიას, ანტონოვსკაიას, შევარდენიძის და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I და II მიკრორაიონების, ალეკო გობრონიძის, ილორის, ზარზმის, სარაჯიშვილის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ვეკუას ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქართველოს მთლიანობისთვის მებრძოლთა და მაისურაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო ღრმაღელეს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, ქსნის, ვარდისუბნის, არბოს, ცოტნე დადიანის, ცისარტყელას, ბენდელიანის, ვახტანგ ნინუას და ზესტაფონის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავის, მოლოკოვის, ზედაზენის, სააკაძის, რიონჰესის, ბენდელიანის და დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების VIII კვარტლის, მესხის, კელაპტრიშვილის, სტურუას და ხუდადოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ხერხეულიძის, სართიჭალას, ბოროდინის და ფაღავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელათის, ვახტანგ გორგასლის, გიორგი წერეთლის, კლარჯეთის, ბარათაშვილის, ბაჩანას, არმაზის, არარატის, აბდუშელიშვილის, კარდენახის, ლომოურის, სამოქალაქოს, ალვანის, ავლაბრის, რუისის, მეტეხის, ჩეხოვის, ფერისცვალების, ცუცქირიძის, იორის, ხიდისთავის, გელათის, გაბრიელ ეპისკოპოსის, დუშეთის, სამრეკლოს, ხარაგაულის, ლადო ალექსი მესხიშვილის, ერევნის, ბახვის, ურიცკის, ქედის, გაბისკირიას, გრემის, ელენე ახვლედიანის და სპარტაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება აკაკი წერეთლის გამზირის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება უშანგი ჩხეიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოლო აღმართის, ამაღლების და წავკისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის და მარნეულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





