გილოცავთ ამ დიდებულ დღეს, ბზობას. კიდევ ერთხელ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება როგორც ტყუპი ძმები ერთად მოგზაურობენ, ერთად არიან. დღეს არის ის დღე, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ზეიმით შედის იერუსალიმში. წერია სახარებაში, რომ შეიძრა მთელი ქალაქი, მთელი ქალაქი ადიდებდა და აქებდა უფალს. ხვდებოდნენ როგორც მეფეს “ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”, მაგრამ უფალი ხედავდა მომავალს და სტიროდა, იგი ხედავდა, რომ ეს ხალხი, რომელიც დღეს აქებს მას და ადიდებს, სამი დღის შემდეგ იტყოდა ჯვარს აცვი ეგო. არ უნდა შეგვეშინდეს, ჩვენ როცა ღმერთი გვიგზავნის განსაცდელს. განსაცდელი ეს არის გზა სასუფეველში. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, საქართველოს მფარველი და წინამძღოლი. ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს.
tbl.ge/2v0i
დაკოპირდა

თქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას. დღეს მართლმადიდებელი მრევლი ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს.
ამავე თემაზე
- "ღმერთმა დალოცოს ქალბატონი მზექალა" - ილია II მზექალა შანიძეს დაბადების დღეს ულოცავს
- ყაველაშვილი ილია II-ს: მჯერა, საქართველოს გამთლიანების გზაზე თქვენი ლოცვა შეგვეწევა
- პაპუაშვილი ილია II-ზე: ურთულეს ეპოქაში ეკლესიის მშვიდი და ბრძენი მმართველი გვყავს
- ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავენ
- დიდხანს არ მოგვაკლდეს თქვენი ლოცვა-კურთხევა – კობახიძე ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს




