მოსახლეობა

ბოლო 4 წელში ქორწინებების რიცხვი 31%-ით დაეცა, განქრორწინებები 26%-ით გაიზარდა

flickr.com

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წელს რეგისტრირებული ქორწინებებისა და განქორწინებების რაოდენობა გამოაქვეყნა. ოფიციალური მონაცემებით, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით ქორწინებების რიცხვი 6%-ით შემცირდა და მან 23,6 ათასი შეადგინა. რაც შეეხება განქორწინებების რიცხვს ის 2017-ში 7%-ით გაიზარდა.  2013 წელთან შედარებით, 2017 წელს ქორწინებათა საერთო რაოდენობა 31%-ითაა შემცირებული, ხოლო განქორწინებების რიცხვი კი 26%-ით არის გაზრდილი.

კომენტარები