საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

IDFI: შემოსავლების სამსახური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით ყველაზე დახურულია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით 2017 წლის ყველა ღია და დახურული საჯარო უწყებების შესახებ კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულება სსიპ - შემოსავლების სამსახურია. 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა 39-მა საჯარო დაწესებულებამ. მათ შორის იყო შემდეგისამინისტროები: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

"2017 წელს, IDFI-იმ 289 საჯარო დაწესებულებისათვის გაგზავნილ 7 728 მოთხოვნაზე, სრულყოფილი პასუხი მიიღო 4 604 განცხადებაზე,არასრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული 483 მოთხოვნაზე, უარს ადგილი ჰქონდა 51 შემთხვევაში, უპასუხოდ დატოვებული იქნა 946 მოთხოვნა,ხოლო დანარჩენ შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ არ ჰქონდათ განხორციელებული კონკრეტული ქმედება, ან არ გააჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია. 2017 წელს ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელდა სსიპ - შემოსავლების სამსახური. შემოსავლების სამსახურს გაეგზავნა 29 მოთხოვნა, საიდანაც პასუხი ინსტიტუტს სამწუხაროდ, არც ერთ მოთხოვნაზე არ მიუღია. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 2013 წლის შემდეგ, ყოველწლიურად მნიშვნელოვნად უარესდება და 2016 წლიდან 0%-ს უტოლდება. 2017 წელს შემოსავლების სამსახურის გარდა, საქართველოს 289 ადმინისტრაციულ ორგანოს შორის კიდევ 13 დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, ვინც სრულად უგულებელყო კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულება და უპასუხოდ დატოვა ინსტიტუტის ყველა განცხადება საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით." - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცის ინფორმაცის იმის შესახებაც აქვეყნებს თუ რომელ საჯარო უწყებებში გაუმჯობესდა ან გაუარესდა მდგომარეობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით წინა წლებთან შედარებით.

"ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეგრესის თვალსაზრისით გამორჩეულია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელმაც 2016 წლის 81,9%*-იანი მაჩვენებელი 2017 წელს 69,8%-ით გააუარესა და 12,1% შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემთხვევაში მაჩვენებელი გაუარესდა 35,7%-ით. 2017 წელს გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა 2016 წელს ყველაზე დახურულ უწყებად დასახელებული იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაში, რომელმაც 2016წლის 0%-იანი მაჩვენებელი 74,9%-ით გააუმჯობესა. ცენტრალურ საჯარო დაწესებულ 2016 წელს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლის გაუმჯობესებით გამორჩეულია აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო + 46,2%." - წერია განცხადებაში.

საჯარო უწყებების რეიტინგი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით იხილეთ აქ.

კომენტარები