ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

რურუა: გადაწყვეტილება, რომ არ მივერთებოდით რეზოლუციას, მართებული იყო

ჟენევის ფორმატი ვერ შეცვალა რუსეთმა, ისევე როგორც ვერ მოახერხა სეპარატისტებისთვის "კონფლიქტის მხარეების" სტატუსის მინიჭება ქოცების ხელით, რაც საქართველოს de jure ტერიტორიულ მთლიანობას ფატალურ საფრთხეს შეუქმნიდა.

აი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ოპოზიციის - ამ შემთხვევაში ენმ-ის - დროულ განგაშს - მათ შორის მტკივნეული გადაწყვეტილების ხარჯზე, რომ არ მივვერთებოდით პარლამენტის რეზოლუციას, რაც მართებული იყო ყველა ფაქტორის გათვალისწინებით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ნიკა რურუა ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ facebook-ში წერს. აქვე შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის თქმით, პრემიერმინისტრისა და პოლიტიკური ლიდერების ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები პოზიტიური იყო, თუმცა პარლამენტის წარმომადგენლებმა ამ კონსტრუქციულობას ხაზი გადაუსვა. ამაში, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ევროპული საქართველოს ინიცირებულ რეზოლუციას გულისხმობდა, რომელიც პარლამენტმა 106 ხმით მიიღო.

კომენტარები