სერგი კაპანაძემ მოითხოვა, მე როგორც ვიცი და ჩვენი ხელისუფლება ისევ აყვა. მე ვფიქრობ, რომ რასაც ითხოვს ჩვენი ოპოზიცია, ყველაფერი არის ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო. დიპლომატის გაძევებაც სოლიდარობის ის არის. თუ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვიღებდით, უნდა მიგვეღო იქამდე, ვიდრე სერგი კაპანაძე განაცხადებდა ამაზე და შემდეგ მის ჭკუაზე სიარული, მე ვფიქრობ, სიკეთეს ჩვენს ქვეყანას არ მოუტანს. თუ ბოლომდე გადავჭრით ყველა მოლაპარაკების ფორმატს, ჩვენს მოსახლეობას რას ვუშვებით. ვიცი, რომ 700 - 800 ათასი მოქალაქე რუსეთში, იმათ ხო სჭირდებათ რაღაც. ახლა ის კავშირიც რო გავწყვიტოთ, რომელიც შვეიცარიის მეშვეობით გვაქვს, ვფიქრობ, საკუთარ მოსახლეობას სირთულეს შევუქმნით და რუსებს კიდე პრაქტიკულად ვერაფერს დავაკლებთ რა.
სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმე
ჭიჭინაძე დიპლომატის გაძევებაზე: სერგი კაპანაძის ჭკუაზე სიარული სიკეთეს არ მოიტანს
tbl.ge/2uvq
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ ტვ პირველთან რუსი დიპლომატის საქართველოდან გაძევების შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება დღეს მიიღო. ამით მან გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი დაგმო და დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადა.
ამავე თემაზე
- МГУ-ს მტკიცებით, კონფერენციაზე სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილების მიწვევა ხუმრობა იყო
- Bellingcat-მა სკრიპალის მოწამვლაში მონაწილე GRU-ს მესამე აგენტის ვინაობა გაავრცელა
- სკრიპალის მოწამვლაში ეჭვმიტანილი მეორე პირი GRU-ს სამხედრო ექიმია
- სკრიპალის მოწამვლაში ეჭვმიტანილები RT-ს ინტერვიუში: სოლსბერიში ტურისტებად ჩავედით
- ტერეზა მეის თქმით, სკრიპალის მოწამვლაში ეჭვმიტანილები GRU-ს თანამშრომლები არიან




