ჯულიან ასანჟი

ეკვადორის საელჩოში ჯულიან ასანჟს ინტერნეტზე წვდომა შეუზღუდეს

ჯულიან ასანჟი
Reuters

ეკვადორმა WikiLeaks-ის დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს კომუნიკაციის სისტემებზე წვდომა შეუზღუდა. მიზეზად ასანჟის მიერ სოციალურ მედიაში გაკეთებული კომენტარები გახდა, რომელმაც, ქვეყნის მთავრობის თქმით შესაძლოა ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებს ზიანი მიაყენოს.

ასანჟი ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში 2012 წლის ივნისიდან ცხოვრობს. მან საელჩოს თავი შვედეთში ექსტრადიციის თავიდან ასარიდებლად შეაფარა. მან ეკვადორის მოქალაქეობა გასული წლის დეკემბერში მიიღო.

მიუხედავად ეკვადორის გაფრთხილებისა თავი აერიდებინა პოლიტიკური და საკამათო საკითხებისათვის, მან სოციალურ მედიაში ლონდონსა და მოსკოვს შორის არსებული დიპლომატიური კრიზისი და კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხები განიხილა. მოთხოვნის მიუხედავად ასანჟმა Tweet-ების წაშლაზე უარი განაცხადა.

2017 წელს ეკვადორის მთავრობასთან გაფორმებული წერილობითი შეთანხმების ფარგლებში მას არ უნდა გაევრცელებინა გზავნილები, რომლებიც სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევად აღიქმებოდა.

არ კონკრეტდება კომუნიკაციის რა საშუალებებზე შეეზღუდება ასანჟს წვდომა ამჯერად, თუმცა 2016 წელს აშშ-ის საშინაო პოლიტიკაზე კომენტარებისათვის მას დროებით ინტერნზეტზე წვდომა შეუზღუდეს. ვრცელდება ცნობები, რომ ამჯერად ინტერნეტის გარდა მას სატელეფონო კავშირიც შეეზღუდა და ეკვადორის მთავრობამ საელჩოს განკარგულება მისცა არ შეეშვათ საელჩოს შენობაში მასთან მისული ვიზიტორები.

კომენტარები