ჟენევის მოლაპარაკებები

კარასინი: განსხვავებული წარმოდგენების გამო, ტექსტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა

euractiv.com

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა დღეს ჟენევის დისკუსიების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტექსტზე შეთანხმება განსხვავებული მოსაზრებების გამო ვერ მოხერხდა. 

"სამწუხაროდ, ტექსტთან დაკავშირებით ვერ შევთანხმდით, რადგან მონაწილეებს განსხვავებული წარმოდგენები აქვთ იმაზე, თუ იქ რისი ჩაწერაა შესაძლებელი და საჭირო. რა თქმა უნდა, ყველაფერი ისევ და ისევ ეხება სტატუსის საკითხს 2008 წლის მოლაპარაკებებთან შედარებით, რომელსაც ყველა სხვადასხვანაირად იგებს," - განაცხადა კარასინმა. 

საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდი ჟენევაში 27-28 მარტს გაიმართა. შეხვედრების მთავარი თემა ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე და ძალის გამოუყენებლობის შესახებ ზეპირი შეთანხმების მიღწევა იყო.

კომენტარები