გარემოს ეროვნული სააგენტო

როგორი ამინდი იქნება 28-29 მარტს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 29 მარტს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

28 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში საქართველოს დაბლობსა და ბარში +19, +24, მთაში +15, +20, მაღალმთაში +8, +13 გრადუსი იქნება. 29 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 4 – 6 გრადუსით დაიკლებს.

თბილისში 28 მარტს დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსი იქნება. 29 მარტს მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსამდე დაიკლებს.

კომენტარები