გზების დეპარტამენტი

ამაღამ, 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, რიკოთის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამაღამ რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება. დეპარტამენტი მიზეზად გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის ტესტირებას ასახელებს.

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) ტესტირების მიზნით საჭიროა გვირაბების დაკეტვა. რის გამოც, 2018 წლის 28 მარტს, ღამის 00:00 სთ-დან დილის 7:00 სთ-მდე, გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა და სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადაირთვება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე. 

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ორ სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა." - აცხადებს გზების დეპარტამენტი.

კომენტარები