თბილისის ქუჩები, რომლებსაც 26 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

დღეს, 26 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომაფრაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის (ნაწილობრივ) და ფერაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე სარაჯიშვილის (ვაშლიჯვარი) ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ) და მეველეს ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორბელიანის მოედნის, ხაზინის, ფხოვის, თაბუკაშვილის და ფურცელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკო მარის, ხევსურეთის, სააკაძის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის და მანჯგალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, კერესელიძის, გაფრინდაულის, გვეტაძის, ყიფიანის, ვახუშტი ბაგრატიონის, დიდუბის, აგლაძის, გოგოლაურის და ხოშარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის და ლიბანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, წყნეთის ხევის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, კავსაძის, აბაშიძის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის, გაბაშვილის, ყიფშიძის, მიქელაძის, ფალიაშვილის, მოსაშვილის და ნინო რამიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს (ნაწილობრივ), ჭიჭინაძის 360-ე კილომეტრის, გუმათჰესის, მოსტკოვის, ცისკარიშვილის, ენგურჰესის, იდუმალის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები