ჟენევის მოლაპარაკებები

ბოკერია: არ უნდა გადაიდგას ნაბიჯი, რომელიც რუსეთთან პროგრესის ცრუ განცდას შექნის

ჟენევის ფორმატში (ან ნებისმიერ სხვა ადგილას) არ უნდა გადაიდგას არც ერთი ნაბიჯი, რომელიც შექმნის ცრუ განცდას, თითქოს პროგრესი გვაქვს - მაშინ, როდესაც რეალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმძიმესი მდგომარეობაა, ბოლო საზარელი მკვლელობების და ზოგადად რუსეთის დამოკიდებულების ფონზე. მით უმეტეს, არ უნდა გადაიდგას რაიმე ნაბიჯი, რომელიც რუსებს მისცემს საშუალებას, გააძლიეროს საკუთარი პროპაგანდისტული ან ვითომ სამართლებრივი პოზიცია. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ოკუპაციასთან დაკავშირებით რუსეთის რეალური წნეხის ქვეშ მოქცევა, რაც ჯერ არ მომხდარა. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ მათ შორის ჟენევის ფორმატი, მხოლოდ ჟენევა ვერ გამოდგება.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია საუბრობს ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე, სადაც ძალის არგამოყენების შესახებ მონაწილეთა განცხადებაზე იმუშავებენ.

კომენტარები