არჩილ ტატუნაშვილი მკვლელობა

ბაქრაძე ტატუნაშვილზე: დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, დავსაჯოთ მკვლელები

უკვე ხვალიდან ჩვენ უნდა გადავდგათ ყველა ნაბიჯი, საქართველოს შიგნითაც და საქართველოს გარეთაც საერთაშორისო არენაზე, რომ მოხდეს მკვლელების იდენტიფიცირება, თითოეული იმ ადამიანის გამოვლენა, ვინც ხელი დააფარა ამ უმძიმეს დანაშაულში მინაწილეებს. ყველა მექანიზმის გამოყენებით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩათვლით, სანქცირების, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის - ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით, ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს უნდა იყოს, დავსაჯოთ მკვლელები.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

კომენტარები