ავიაცია

Qatar Airways თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს, კომპანია დღეში სამჯერ იფრენს

qatar airways

ავიაკომპანია "Qatar Airways" თბილისის მიმართულებით დღეში სამჯერ იფრენს. კატარის სახელმწიფოს ავიაკომპანია "Qatar Airways",  ზაფხულის სეზონის განმავლობაში ფრენებს გაზრდილი სიხშირითა და შეცვლილი განრიგით შეასრულებს.

კერძოდ, 1 ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, დოჰა-თბილისი-დოჰას ხაზზე რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ავიაკომპანია კვირაში 21 სიხშირით, დღეში სამჯერ შეასრულებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 1 ივლისიდან აღნიშნული ფრენები განხორციელდება უშუალოდ დოჰასა და თბილისს შორის ბაქოში შუალედური დაფრენის გარეშე.

"Qatar Airways" საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა. ხუთ ვარსკვლავიანმა ავიაკომპანიამ დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე ოპერირება კვირაში 7 სიხშირით დაიწყო. 2016 წელს, კომპანიამ 4 ახალი სიხშირე დაამატა. გასულ 2017 წელს კი, თბილისის მიმართულებით დღეში ორჯერ ოპერირებაზე გადავიდა. 

Qatar Airways-ი 2017 წელს საქართველოდან 119,727 მგზავრს მოემსახურა. კომპანიას საქართველოს ავიაბაზრის 3% უჭირავს.

საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების რეიტინგი 2017 წელს გადაყვანილი მგზავრების მიხედვით ასე გამოიყურება:

  1. Turkish Airlines - 463,840 მგზავრი, ბაზრის წილი 12%
  2. აირზენა - 385,894 მგზავრი, ბაზრის წილი 10%
  3. Wizzair - 313,325 მგზავრი, ბაზრის წილი 8%
  4. უკრაინის ავიახაზები - 282,616 მგზავრი, ბაზრის წილი 7%
  5. Fly Dubai - 244,208 მგზავრი, ბაზრის წილი 6%
  6. აეროფლოტი - 198,754 მგზავრი, ბაზრის წილი 5%
  7. ციმბირის ავიახაზები - 174,381 მგზავრი, ბაზრის წილი 4%
  8. ურალის ავიახაზები - 155,217 მგზავრი, ბაზრის წილი 4%
  9. კატარის ავიახაზები - 119,727 მგზავრი, ბაზრის წილი 3%
  10. EL AL - 117,129 მგზავრი, ბაზრის წილი 3%

 

კომენტარები