ალექსანდრ ლუკაშენკო

ლუკაშენკომ მარგველაშვილს ტრაქტორი აჩუქა

president.gov.by

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ბელორუსის პრეზიდენტის, ალექანდრ ლუკაშენკოსგან საჩუქრად ტრაქტორი მიიღო. ტრაქტორის ჩუქების შესახებ ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

ნაჩუქარი ტრაქტორია მცირე ზომის BELARUS-152, მას 13 ცხენის ძალა აქვს და ის მცირე მეურნეობებში გამოიყენება. 

ლუკაშენკომ 2015 წელს მარგველაშვილს სათესლე კარტოფილიც აჩუქა. მარგველაშვილმა ამ სათესლე კარტოფილით 2017 წელს 6 ტომარა კარტოფილის მოყვანა შეძლო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის და ლუკაშენკო ერთმანეთს ეჯიბრებიან - ვინ უფრო დიდ მოსავალს აიღებს.

ლუკაშენკო საქართველოდან დღეს მიფრინავს.

კომენტარები