არჩილ ტატუნაშვილის საქმე

არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

ამერიკის ხმა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის სურვილი ოჯახმა გამოთქვა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ არჩილ ტატუნაშვილი სოფელ ქანდაში უნდა დაეკრძალათ.

2018 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო წარმომადგენლებმა დააკავეს. 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხეში მარიონეტმა სამართალდამცავებმა არჩილ ტატუნაშვილი აწამეს და მოკლეს. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს მხოლოდ 20 მარტს, მკვლელობიდან 26 დღის შემდეგ გადმოსცეს. მათ მიზეზად რუსეთის მიერ ჩასატარებელი "სიღრმისეული ექსპერტიზა" დაასახელეს.

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება რამდენიმე დღის შემდეგ მოახერხეს.

კომენტარები