უკრაინა

ნადეჟდა სავჩენკო დააკავეს

Unian

უკრაინაში, უმაღლეს რადაში, დერეფანში დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო დააკავეს. პროკურატურა მას ოფიცერ ვლადიმერ რუბანის თანამონაწილეობას ედავება, რომელსაც, თავის მხრივ, ბრალი პეტრო პოროშენკოზე თავდასხმისა და ტერაქტის დაგეგმვაში ედება. 

უფრო კონკრეტულად: უკრაინის გენერალური პროკურატურა რუბანს ბრალს დონეცკის ოლქში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დიდი რაოდენობით იარაღის გადატანაში სდებს. ბრალდებისვე მიხედვით, ოფიცერი პეტრო პოროშენკოს მკვლელობას და უმაღლესი რადას აღებას გეგმავდა. ახლა მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. 

სავჩენკოს დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პროკურატურამ უმაღლეს 15 მარტს მიმართა. რადამ გამოძიების ეს მოთხოვნა დღეს დააკმაყოფილა და უწყებას დეპუტატის დაკავების უფლება მისცა. 

თავად სავჩენკო კი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ პეტრო პოროშენკო პირიქით, მის მოკვლას ცდილობდა, ამისთვის კი პროვოკაციას ამზადებდა. მან სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იარაღის ტრანსპორტირება დაადასტურა. თუმცა, თქვა, რომ ამას ომის ნებისმიერ ფასად შეჩერების მიზნით აკეთებდა. 

კომენტარები